ფსიქოტროპული ნივთიერებებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს,რომლებიც სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.მათ სინონიმად ნარკოტიკებს (ბერძ. narkotikos -გამაბრუებელი)ვხმარობთ,რომლებსაც რამოდენიმე ათასწლეულის განმავლობაში იყენებდნენ.მედიცინაში მათი ძირითადი დანიშნულება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას წარმოადგენda,რადგან მათ შეeძლოთ ფიზიკური და ემოციური ტკივილის შესუსტება .შემდგომში,კი აღმოაჩინეს,რომ მათ მიმართ ადამიანებს სერიოზული დამოკიდებულება უჩნდებოდათ.
არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის ნარკოტიკი,რომლებიც შესაბამისად შედეგისა და შეგრძნების მიხედვითაც განსხვავდებიან.- დეპრესანტები,რომლებიც თავის ტვინზე დამრთგუნველად მოქმედებენ.ესენია ოპიატები-ნივთიერებები,რომლებიც ყაყაცოსგან მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით მზადდება.მაგ:ოპიუმი,ჰეროინი,მორფინი,კოდეინი და სხვა.
- სტიმულატორები,რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას.ესენია: კოკაიანი,კრეკი,ამფეტამინები(ვინტი,ექსტაზი) და კოფეინი
- ჰალუცინოგენები,რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს,ჰალუცინაციებს.ესენია: LSD(ელესდი),მარიხუანა,ჰაშიში(მიიღება კანაფისაგან) და სხვა.
1804 წელს ოპიუმისგან გამოყვეს ახალი ნივთიერება-მორფი.ის ოპიუმზე უფრო უკეთ აყუჩებდა ტკივილის შეგრძნებას.თავიდან ექიმები მორფს უსაფრთხოდ მიიჩნევდნენ და საკმაოდ ხშირად ხმარობდნენ თუმცა შემდეგ აღმოჩნდა,რომ მისი მრავალჯერადი გამოყენება ანალოგიურად,იწვევს სერიოზულ დამოკიდებულებას.სამოქალაქო ომის დროს,აშშ-ში ძალიან ბევრ ჯარისკაცებს გაუკეთეს მორფის ინექცია,და მორფზე დამოკიდებულებას დაერქვა "ჯარისკაცული დაავადება".
1898 წელს მორფისგან დაამზადეს ახალი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება-ჰეროინი.წლების განმავლობაში ჰეროინი შეუცვლელ და უნიკალურ პრეპარატად ითვლებოდა,რომელსაც იყენებდნენ ხველისა და სხვა ავადმყოფობების სამკურნალოდ.საბოლოოდ,ექიმებმა აღმოაჩინეს,რომ ჰეროინის მიმართ განსაკურთებით ძლიერი დამოკიდებულება ჩნდება ვიდრე სხვა ოპიატებისაგან.1917 წელს აშშ-ს კონგრესმა გააკეთა დასკვნა,რის მიხედვითაც,ნებისმიერი ოპიუმისგან მიღებული პრეპარატი წარმოადგენდა ნარკოტიკს და მის მიმართ ადამიანი განიცდიდა საკმაოდ გრმა ლტოლვას.ამ მიზეზით მათი გამოყენება დაუშვეს მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში .ნარკოტიკების მიღების რამოდენიმე გზა არსებობს,მათ შეისუნთქავენ,ისუნთქავენ,ეწევიან და იკეთებენ ინექციას კანქვეშ.ინექციის შემთხვევაში ხდება ენერგიის სწრაფი მოზღვავება,რაც იწვევს ამაღლებულ ან აგზნებულ მდგომარეობას რომელიც ხასიათდება მთელს სხეულში სითბოს ტალღების გავრცელებით,ასევე ექსტაზით რომელსაც ორგაზმსაც ადარებენ. ნარკომანები ამ მდგომარეობაში რელაქსაციას, ბედნიერებასა და სიხარულის შეგრზნებას განიცდიან.საჭმელი,სექსი და სხვა ფიზიკური მოთხოვნილებები მათთვის აზრს მოკლებული და არასასურველია.ოპიუმი და მისგან წარმოებული სხვა ნივთიერებები იწვევენ ეფექტს,რომელის შედეგადაც ითრგუნება ემოციების მაკონტროლებელი ცენტრები ტვინში.ნარკოტიკები მოქმედებენ ტვინის ნეირონების სპეციფიკურ რეცეპტორებთან,რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ ენდორფინებს-ნეიროტრანსმიტერებს,რომლებიც ეხმარებიან ტკივილის შეგრძნების გაქრობას და დაძაბულობის შესუსტებას.როცა ნეირონები ამ სპეციფიკური რეცეპტორებით იღებენ ოპიოიდებს,ისინი წარმოქნმინან სიმშვიდისა და სიამოვნების შეგრძნებას,ზუსტად ისე,როგორც ენდორფინების მიღებისას.გარდა ტკივილის შეგრძნების გაქრობისა და დაძაბულობის მოხსნისა ეპიოიდები ,იწვევენ ღებინების შეგრძნებას,თვალების დაწვრილებას და შეკრულობას,ანუ ამ დროს ტვინი ვეღარ აკონტროლებს ორგანიზმს და მისგან დამოუკიდებლად ვითარდება ზემოთ აღნიშნული პროცესები.